ზევით
65

პასუხისმგებლიანი ოჯახი

85კგ

შეგროვებული პოლიეთილენის ნარჩენი

45 მ

სარეკლამო ბანერი და ``roll up``

რას არის plasticwatcher.ge?

plasticwatcher.ge არის პირადი ინიციატივა, პროტესტით განპირობებული,  გამოხატული აქტივიზმში, რაც სრულად იზიარებს სოციალური მეწარმის პრინციპს. ვზრუნავთ გარემოს პოლიეთილენის პარკების და საოჯახო პროდუქტების შესაფუთი ნარჩენებით დაბინძურების შემცირებაზე და გვსურს ადამინების შთაგონება და მათი გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების ქცევის შეცვლა.  ე.წ. “Zero Waste” ცხოვრების სტილის  სტიმულირება.

ჩვენ ვიცით, რომ ის ნარჩენი რასაც კი ვეხებით შეიძლება გადამუშავდეს სხვადასხვა მდგრადი მოდის ნივთად. ოჯახებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ბიზნეს ორგანიზაციებიდან ვადაგასული სარეკლამო ბანერების და “როლ აპების” შეგროვებით და შემდგომ მათი სამკერვალო მასალად გარდაქმნით და გამოყენებით, ვქმნით მდგრადი მოდის ნივთებს და სხვადასხვა აქსესუარებს.

რას ვაკეთებთ?

გადამუშავებული ნარჩენებისგან, ვაკეთებთ  ჩანთებს, საწვიმრებს, ქუდებს, ფანქრების ჩასადებს და სხვა, მდგრადი მოდის აქსესუარს. ამ ნივთების დაზიანების შემთხვევაში, თვქვენ თავად, მარტივად შეგიძლიათ მათი შეკეთება, ე.წ. “პერგამენტის” ქაღალდის და უთოს დახმარებით. მდგრადი მოდის ნივთის მთავარი დანიშნულება არის, ის რომ იგი ისევ ნარჩენად არ გადაიქცეს, არამედ ის დროსთან ერთად  გაქრეს, მოხმარებაში გაილიოს. გვინდა ამგვარად ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, რათა ისინი დაფიქრდნენ, მანამდე სანამ პოლიეთილენის პარკს და პლასტიკის ბოთლებს გარემოში უპასუხისმგებლოდ მოისვრიან და ზიანს მიაყენებენ გარემოს.

მდგრადი მოდის ნივთების გამოყენება, ხელს შეუწყობს  ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გამოყენების ტენდენციის კლებას.

რა არის ძირითადი მიზანი?

ძირითადი მიზანი არის,  რომ  ადამინებს მიეცეთ საკუთარ პასუხისმგებლობაზე დაფიქრების შანსი,  რაც სამყაროს მიმართ აკისრიათ.

ცირკულარული ეკონომიკის პრიციპი – აიღე, გააკეთე, გამოიყენე, შეაკეთე და არ გადააგდო, არის ის რაც საფუძვლად უდევს მდგრადი მოდის ნივთების ამ კონკრეტულ ძალისხმევას.

Plasticwatcher.ge –  მიზანია,  ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში გარკვეული წვლილის შეტანა, მათში ნეგატიური ქცევის ცვლილების გამოწვევა,  პოლიეთილენის და პლასტიკის მოხმარების და გარემოს დანაგვიანების შემთხვევების შემცირებისთვის კონკრეტული ქმედითი აქტივობოს შესრულება.