ზევით
Image Alt

ჩვენ შესახებ

შესავალი:

ადამიანმა პლასტიკი 100 წლის წინ მოიგონა და მას მერე მიკროპლასტიკით, პლასნეტი დედამიწის დაბინძურების პროცესი არ შენელებულა. პლასტიკის ქიმიური სტრუქტურა განაპირობებს მის გამძლეობას და ამიტომ ის საგანგაშოდ ბევრია აკუმულირებული ჩვენ პლანეტაზე. პლასტიკი აბინძურებს ჩვენ მიწას, მდინარეებს, ოკეანეებს და საშიშია ადამიანების და ცხოვრელების ჯანმრთელობისთვის.

300 მილიონი ტონა პლასტიკი იწარმოება ყოველწლიურად და ამ რაოდენობის მხოლოდ 9% -ის ხელახლად გადამუშავება ხდება. (UNEP/ 2018 წლის ანგარიში).
თანამდეროვე საზოგადოება, თითქოს დამოკიდებული გახდა პლასტიკზე, არ იაზრებს მის საზიანო და სავალალო შედეგებს, რაც პლასნეტას და კაცობრიობას ელის.

სწორედ ეს დასაბუთებული, გამანადგურებელი შედეგების გათვალისწინებით მრავალი გავითარებული ქვეყანა დგას პლასტიკის დაბინძურების და მის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე. ევრო გაერთიანება 2030 წლისთვის მიაღწევს პლასტიკის და პოლიეთილენის შეფუთვის გადმუშავებადი და ხელახალი გამოყენების მასალებით ჩანაცვლებას.

საქართველოც აუცილებლად უნდა შეუერთდეს ამ ტენდენციას. საქართველო უნდა იქცეს პლასტიკისგან სრულიად განთავისუბფლებულ ქვეყნად, რაც შეიძლება მალე!

plastic
plastic

გამოსავალი:

ხელნაკეთი გადამუშავებული პოლიეთილენის მდგრადი მოდის ნივთების გამოყენებით, ადამიანები ნაკლებად გამოიყენებენ ერთჯერად გარემოს დამაბინძურებელ ნივთებს, შემცირდება გარემოში ამ ნაგვის განტავსება და ასევე ოდური ნივთების მომხმარებლები თითქოს ინსტრუქტიას მიირებენ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობით მოქცევის შესახებ. ამ ნივთების გამოყენებით ხელშეწყობა მოხდება ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციის განერგვის, აიღე, გააკეთე, დააბრუნე და არ გადააგდო.

ჩვენი მოდური ხელნაკეთი ნივთების გამოყენებით ადამიანები შეამცირებენ საკუთარი ზიანის ხარისხს გარემოზე. ჩვენ გვსურს რომ ადამიენბმა, ოჯახებმა, ბიზნესის წამომადგენლებმა უარი თქვან ერთჯერადი პლასტიკის და პოლიეტილენის გამოყენებაზე, შეამცირონ შესაფუთი მასალებით გარემოს დაბინძურება და გამოიყენონ ყობელდღიურად მრავალჯერადი მოხმარების, მდგრადი ნივთები.

ჩვენი ნივთების შეძენით, მოხმარებით და სხვისთვის ჩუქებით, ხედება ადამიანების ცნობიერების ამაღლება და გარემოზე ნეგატიური გავლენის მქონე ქცევის ცვლილება.

თანამშრომლობა და პარტნიორობა:

შეუძლებელია მიზნის მიღწევა თანამოაზრების და მოკავშირეების გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ მხარეებთან ვინც პლასტიკის ნაგვის დამგროვებლები არიან. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის და ღია არის ჩვენი კარი ინიციატივებისთვის რადგან ერთობლივად ვებრძოლოდ ამ უპასუხისმგებლო და ზიანის მომტან ჩვევას, რაც გარემოსში პოლიეთილენის და პლასტმასის უპასუხისმგებლოდ განტავსებას ეხება.

ერთად ვეძებოთ გზები და მივაღწიოთ იმას რომ ქვეყანაში აღარ იყოს მსგავსი ნარჩენი.
.