ზევით
Image Alt

მთავარი

შემცირება, ხელახალი გამოყენება
და გადამუშავება
მდგრადი მოდის ნივთებად

გადამუშავებული და ხელით შექმნილი ჩანთების, საწვიმრების და სხვა მრავალი მდგრადი მოდური  ნივთის საშუალებით, გვინდა ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს, რათა ისინი დაფიქრდნენ მანამდე სანამ პოლიეთილენის პარკებს და პლასტიკის ბოთლებს გარემოში უპასუხისმგებლოდ მოისვრიან.

მდგრადი მოდის ნივთების გამოყენება ხელს შეუწყობს  ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების გამოყენების ტენდენციის კლებას და ადამინებს მიეცემათ საკუთარ პასუხისმგებლობაზე დაფიქრების შანსი,  რაც სამყაროს მიმართ აკისრიათ.  

ცირკულარული ეკონომიკის პრიციპი – გააკეთე, გამოიყენე და დააბრუნე არის ის რაც საფუძვლად უდევს მდგრადი მოდის ნივთების შექმნის ამ კონკრეტულ ძალისხმევას.

Plastic Watcher – ის მიზანია,  ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა, მათში ქცევის ცვლილების გამოწვევა,  პოლიეთილენის და პლასტიკის მოხმარების და გარემოს დანაგვიანების შემთხვევების შემცირებისთვის დაუნდობელი ბრძოლის გაჩაღება.